ლევან მაჭავარიანი: საბოლოო ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების მიხედვით, მთლიანად ეს ფასწარმოქმნების ჯაჭვი მოწესრიგდება სისტემურად

“საბოლოო ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების მიხედვით, მთლიანად ეს ფასწარმოქმნების ჯაჭვი მოწესრიგდება სისტემურად,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმდაგვარად არის ეს რეკომენდაციები გაწერილი, რომ ყველაზე დაბალ ფასებს მივიღებთ საქართველოში.

“საბოლოო ანგარიშში არის გაწერილი რეკომენდაციები მთავრობის მისამართით, რომელი რეკომენდაციების მიხედვითაც, მთლიანად, ეს ფასწარმოქმნების ჯაჭვი მოწესრიგდება სისტემურად. იმდაგვარად არის ეს რეკომენდაციები გაწერილი, რომ ამ შემთხვევაში, მოკლე ვადაში, საშუალო და გრძელ ვადაში, მთლიანად, მთელი სისტემა ისე ჯანსაღდება და ისე წესრიგდება, თეორიულად რაც კი შეიძლება მოცემულობიდან გამომდინარე, ყველაზე დაბალი ფასები იყოს, ზუსტად იმ ფასებს მივიღებთ საქართველოში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები