4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება
4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება.
„დავეშვით ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ხვალ შეიკრიბება კონტინენტური მასშტაბის გამოწვევების განსახილველად. უსაფრთხოებიდან ენერგეტიკასა და კავშირგაბმულობამდე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირ-სომხეთის ისტორიაში პირველი სამიტით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.