დედაქალაქის მერი მესამე შვილს ელოდება – ინტერვიუ ნარმანიას სიდედრთან

თბილისის მერი დავით ნარმანია მესამე შვილს ელოდება. თინათინ თინიკაშვილი უკვე 5 თვის ფეხმძიმეა.  თუმცა, ოჯახის წევრებს  პატარას სქესი  ამ დრომდე არ გაურკვევიათ.  დავით ნარმანიას შვილები  მესამე  პატარის მოუთმენლად ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მერის მეუღლე დ. გაგუას სახელობის სამშობიაროში იმშობიარებს.  პატარა კონსტანტინე და ილია დენისი  გაგუას კლინიკაში  დაიბადნენ. „კვირა“   ცდილობდა, რომ დავით ნარმანიას   მეუღლეს  გასაუბრებოდა, თუმცა თინათინ თინიკაშვილი   დედაქალაქის მერთან  ერთად  გერმანიაში იმყოფება.
„კვირა“ დავით ნარმანიას სიდედრს ნონა თინიკაშვილს გაესაუბრა.   რუსთავის ერთ-ერთი სკოლის რუსული ენის  ყოფილი პედაგოგი   გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა.

– ქალბატონ თინათინთან გასაუბრება თუ შეიძლება?
– არ გახლავთ სახლში, თიკა მეუღლესთან ერთად გერმანიაში იმყოფება.  ზეგ ჩამოვლენ.
– როგორც ცნობილია, თიკა ფეხმძიმედ არის. მგზავრობა როგორ გარისკა?10711674_10152433433554779_1561473778_n (1)
– 5 თვისაა… ყველაფერი კარგად არის, არ შეუშლიდა ხელს…
– პატარის სქესი უკვე იცით?
– სქესი ჯერ არ ვიცით… სპეციალურად არ იგებს.   სიურპრიზი იქნებაო, ასე ამბობს…  ვინც გინდა იყოს, მაინც უნდა გავაჩინოო, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს..
– სად იმშობიარებს,  ან  კონსულტაციებს სად ღებულობს?
– გაგუას სახელობის კლინიკაში იმშობიარებს.  ჩემი ორივე  შვილიშვილი გაგუას კლინიკაში დაიბადა.
– თქვენს შვილს ხასიათი ხომ არ შეეცვალა, განსხვავებული ფეხმძიმობა აქვს?
– საერთოდ არა, განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა.
– როგორ მიიღო ბატონმა დავითმა მეუღლის მესამე ორსულობა?
– ძალიან გახარებულია. მარტო დავითი კი არა, ჩვენც,  მთელი ოჯახი.  ბევრ შვილს ამ ქვეყნად რა სჯობს.
– თავად პატარები როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს?
– კოკოს ძალიან უყვარს უმცროსი ძმა.  გახარებულია, რომ კიდევ ერთი პატარა იქნება სახლში.
– სახლში ორი პატარა ბიჭი გყავთ. პატარას  ილია დენისი ჰქვია… რატომ დაარქვით, ან ვის საპატივცემულოდ ჰქვია ბავშვს ეს სახელი?
– ილია პატრიარქის საპატივცემულოდ დაარქვეს. დიდ პატივს სცემენ პატრიარქს. თავად თიკამ დენისი არჩია და  ეს სახელი მოსწონდა. ამიტომ ილია დენისი დავარქვით. უფროსს კი კონსტანტინე ჰქვია, მოფერებით კოკოს ვეძახით.  ბავშვები უკვე მონათლულები არიან. ნათლიები კი თიკოს და დათოს საერთო  მეგობრები არიან, რომლებიც ქორწილში მეჯვარეები იყვნენ.
– როგორია ბატონი დავითი სახლში?
– ბატონი დავითი ძალიან კარგი ადამიანია. მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებელი, მოწესრიგებული. ბატონი დავითი თიკას უნივერსიტეტში ეკონომიკის საკითხებში ლექციებს უკითხავდა… როდესაც შეყვარებულები იყვნენ, თიკამ სახლში მოიყვანა და ასე გავიცანით.  მაშინვე ეტყობოდა, როგორი ადამიანი იყო, დღემდე იმ შთაბეჭდილებით ვარ…  რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანი და მშვიდი ადამიანია.
– ბავშვებს დედა მარტო ზრდის, თუ ვინმე ეხმარება?10668766_829031723785989_1853171105_n
– არა თვითონ, მარტო ზრდის… ახლა, ოქტომბრიდან თიკას უნივერსიტეტში ლექციები დაეწყება,  ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორია.
– როგორ იწყება დილა ნარმანიებს ოჯახში? დილით საუზმეს მეუღლე უმზადებს, თუ  თავად ახერხებს ამ ყველაფრის კეთებას…
– თიკა ძალიან დაკავებულია ბავშვებით.  დათო საუზმეს ხშირად თავად იმზადებს.  ჩაის იდუღებს და საუზმობს, იმიტომ რომ მთელი დღე მუშაობს.  საუზმის შემდეგ უფროსი შვილი  კოკო  ბაღში მიჰყავს. პატარა უკვე ერთი წლის და ერთი თვის გახდა.
– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც დავით ნარმანია დედაქალაქის მერი გახდა?
– არაფერი არ შეცვლილა, არც ჩვენს ოჯახში და არც ჩემს შვილთან… ყველას ძალიან უხარია, რომ თიკას მეუღლემ დიდ წარმატებას  მიაღწია და დღეს თბილისის მერია. თუმცა, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ისევ  „მარშრუტკით“ დავდივარ.
– ბატონი დავითის საყვარელი კერძი?
– ღომი და  ელარჯი…
– თქვენმა შვილმა მეგრული სამზარეულო ადვილად შეისწავლა?
– კი,  ღომის და ელარჯის  გაკეთება ისწავლა და, სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამოსდის.
– შვილები ხასიათით  ჰგვანან?
– უფროსი, კოკო – კონსტანიტინე მამას ჰგავს ძალიან… პატარა – უფრო დედას. კოკო მამასავით დინჯი და მშვიდია . ზუსტად მამამისის ხასიათი აქვს.

10707877_829033850452443_1047343094_n

10719126_829031797119315_994376337_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები