“სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ აქვს” – რატი ბრეგაძე

“სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ აქვს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

მინისტრმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

“მათ შეიძლება, ერთ დღეს გმირები, საკუთარი წარმოდგენით, აქციონ ანტიგმირებად, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ეს ნომერი არ გაუვათ. თავდასხმა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ამდენი ქართველი გაახარეს საკუთარი წარმატებით, რომლებიც მთელი ცხოვრება იღვწიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ააჟღერონ საქართველოს ჰიმნი და საკუთარ საქმეში, საკუთარი შრომით მიაღწიეს უდიდეს წარმატებას, ამ ადამიანებზე განახორციელო ასეთი ზეწოლა, უბრალოდ არის წარმოუდგენელი”, – განმარტა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები