ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის – “ღვინის დაგემოვნება – პრაქტიკული კურსის” პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის – “ღვინის დაგემოვნება – პრაქტიკული კურსი” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: “ღვინის კლუბი”, ეროვნული ბიბლიოთეკა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. წიგნის მთავარი რედაქტორი და ქართული ღვინის შესახებ თავების ავტორია მალხაზ ხარბედია. მთარგმნელი – თეა ბაკურაძე, რედაქტორი – რუსუდან გორგაძე, დიზაინი – ია მახათაძე, ლადო ლომსაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. “პრაქტიკული კურსი – ღვინის დაგემოვნება” დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები; გაიგოთ, როგორი სურნელი და გემო ახასიათებს ამა თუ იმ ღვინოს და რას ნიშნავს ღვინის სხეულიანობა, სიღრმე, სიხალასე თუ სისავსე. აქვე ქართული ღვინოების შესახებაც იპოვით ინფორმაციას და წაიკითხავთ ქვევრში ღვინის დაყენების ძველი, უნიკალური ქართული მეთოდის შესახებ ცნობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები