საფრანგეთში ახალი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ათიათასობით ადამიანმა მიშელ ბარნიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა გააპროტესტა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
მემარცხენე ბლოკმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ულტრამემარცხენე საფრანგეთის უდრეკი პარტია (LFI), საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაადანაშაულა დემოკრატიის უარყოფაში და არჩევნების ქურდობაში მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ახალი სახალხო ფრონტის (NFP) ალიანსის კანდიდატის მხარდაჭერაზე, რომელმაც ივლისის არჩევნებში ლიდერობდა.
ბარნიეს დანიშვნის საპასუხოდ, მემარცხენე პარტიის ლიდერებმა, პროფკავშირებმა და სტუდენტურმა ორგანიზაციებმა შაბათს მოუწოდეს მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ, მათ შორის 1 ოქტომბერს შესაძლო გაფიცვების ჩათვლით. LFI პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 130 საპროტესტო აქცია გაიმართება.