ისლამისტებმა ბრიტანელი ჟურნალისტის მესამე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს (ვიდეო)
დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბრიტანელი ჟურნალისტის ჯონ კანტლის მესამე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მიმართვაში ყოფილი ფოტოგრაფი და რიგი გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი ჯონ კანტლი დასავლეთ ერაყში კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული ქმედებების კრიტიკით გამოდის.
„სამწუხაროდ, ბარაკ ობამამ კონფლიქტის ყველაზე პროგნოზირებადი გზა აირჩია. დასავლეთის ქვეყნებს მათთვის სასურველი ობიექტების და რაიონების დასაპყრობად ავიადარტყმები არ უშველის, ამისთვის გაწვრთნილი და დისციპლინური ჯარებია საჭირო. თუმცა, არც ერაყის ჯარი, არც სირიელი მეამბოხეები ასეთები არ არიან“, – ამბობს სირიაში ისლამისტების მიერ ტყვედ აყვანილი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯონ კანტლიმ დასავლეთის ქვეყნებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VwIqQSmso9s” width=”560″ height=”315″]