ჰანტავირუსით ამერიკელი გარდაიცვალა – შემთხვევა MV Hondius-ის ეპიდაფეთქებას არ უკავშირდება

კოლორადოს შტატში მცხოვრები ჰანტავირუსით გარდაიცვალა, თუმცა, ეს არ არის შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია MV Hondius საკრუიზო გემზე ვირუსის გავრცელებასთან.

ამის შესახებ კვირას შტატის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.

„დეპარტამენტი იძიებს დუგლასის ოლქის ზრდასრულ მაცხოვრებელში ჰანტავირუსული ინფექციის დადასტურებულ შემთხვევას, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ეს შემთხვევა არ არის დაკავშირებული MV Hondius საკრუიზო გემზე აფეთქებასთან“, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სპორადული შემთხვევები აშშ-ის დასავლეთ რეგიონებში პერიოდულად ფიქსირდება.

შეგახსენებთ, 11 მაისის საღამოს, MV Hondius-ი კანარის კუნძულების ტენერიფედან ნიდერლანდებისკენ გაემგზავრა. 12 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბორტზე ჰანტავირუსის ინფექციის 11 შემთხვევა დააფიქსირა. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პაციენტი იოჰანესბურგის საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები