ტაილანდში ჩასულმა ტურისტებმა სპეციალური სამაჯურები უნდა გაიკეთონ
ტაილანდის ხელისუფლება ტურისტებისთვის სპეციალური სამაჯურების სისტემის დაწესების საშუალებას განიხილავს. სამაჯურებს საიდენტიფიკაციო ნომრები ექნებათ, რაც საჭიროების შემთხვევაში, გააადვილებს ტურისტის ადგილსამყოფელის დადგენას. სპეციალური სამაჯურები ტურისტებს სასტუმროში მისვლისას გადასცემენ. უსაფრთხოების დონის ამაღლება ტაილანდში ხელისუფლებას ტრაგიკულმა შემთხვევამ გადააწყვეტინა.
შეგახსენებთ, რომ ტაილანდში, კუნძულ ტაოზე ახალგაზრდა წყვილი სასტიკად იყო მოკლული. 23 წლის ხანა ვიტერიჯის და 24 წლის დევიდ მილერის გვამები სანაპიროზე, მათი ბუნგალოს მახლობლად იპოვეს.