“მარგველაშვილის „ლელოსთან“ შეერთება არავის გაჰკვირვებია” – ვოლსკი
“მარგველაშვილის „ლელოსთან“ შეერთება არავის გაჰკვირვებია. მარგველაშვილისგან არ უნდა ველოდოთ დივიდენდის მიღებას, გარდა იმისა, რომ შექმნეს სხვადასხვა ადამიანის რაოდენობა – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გოა ვოლსკიმ ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, “ეს მუშაობს, გარკვეულწილად, საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის”.
“ვინც ვერ ერკვევა სიტუაციაში, რაოდენობრივად, თითქოსდა ეს ბევრია. რეალობაში, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“ და ამას კიდევ დაემატა მარგველაშვილი, რომელმაც შეიძლება, ერთი-ორი უკეთესი სადღეგრძელო ასწავლოს”, – განმარტა ვოლსკიმ.