ვოლსკი – ლაშა ბაქრაძეზე: თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება
“ლაშა ბაქრაძეს საქართველოს ისტორიისთვის იმდენად კარგი მამა ჰყავდა, ვის ხელშიც გაიზარდა, რასაკვირველია, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.
დეპუტატის თქმით, ამასაც გარკვეული მიზანი გააჩნია.
“თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება, რადგან მამამისი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მისი ინტელექტით და მისი დამოკიდებულებით ქალების მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.