„ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ამავე დროს, ბრიყვი ყოფილა” – ზარქუა
„ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ამავე დროს, ბრიყვი ყოფილა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“იმიტომ კი არა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ლაშასნაირები ჩვენს გოგო-ბიჭებს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ. ბრიყვი რატომ არის? როცა ახსენებს სააკაშვილს, „ნაცმოძრაობის“ ქალებს და სიტყვა „ნახმარს“, ბრიყვია, მეტს არაფერს ვიტყვი. მეტ პასუხს არ დავუბრუნებ, რა ბრიყვიცაა, თავად დაამტკიცა. დისკუსიაში არ შემოდიან. რომელიმე თემა მითხარით, როცა დისკუსიაში შემოვიდნენ. ლაშასნაირები უხმარ სახეებს ამოეფარებიან და ზურგიდან გველაპარაკებიან, ამიტომაც არიან პოლიტიკურად ნახმარები პოლიტიკურ სანაგვეზე“, – აღნიშნა ზარქუამ.