“ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი “გამჭვირვალობის კანონზე” საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, სამართლებრივი მხარე თავიდანვე იყო განწირული დამარცხებისთვის.
„ყველაზე რადიკალურმა ორგანიზაციამ რეგისტრაცია გაიარა და ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოა პროცესი ამითაც დამთავრდა, უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. რა თქმა უნდა, სამართლებრივი მხარე თავიდანვე იყო განწირული დამარცხებისთვის. არ შეიძლება, ამ კანონის კონსტიტუციასთან წინააღდეგობაზე საუბარი იყოს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.