კურტ ვოლკერი: ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიოს თავისი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით
ქართველების გადასაწყვეტია, ვის აირჩევენ თავიანთ ლიდერებად, ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის – 2024- გადამწყვეტი წელი – გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი მომავალი დასავლეთთანაა. საქართველოს ლიდერებმა უნდა ასახონ თავიანთი ხალხის მიზნები და მისწრაფებები.
„მოვუსმენთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მზარდი საფრთხისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიოს თავისი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ნათელია ისიც, რომ მიზეზი რატომაც გამოირჩეოდა საქართველო მრავალი ადამიანისთვის აშშ-ში, ევროპასა და სხვაგან, არის ის, რომ ქართველი ხალხი არის ასეთი პრო-დასავლური, პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიული. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი მომავალი დასავლეთთანაა. საქართველოს ლიდერებმა უნდა ასახონ თავიანთი ხალხის მიზნები და მისწრაფებები“, – განაცხადა ვოლკერმა.