“ეკლესიასთან გულწრფელი შეთავაზება გვქონდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს დაცვის კიდევ უფრო მყარი გარანტიები” – თალაკვაძე

“ეკლესიასთან გულწრფელი შეთავაზება გვქონდა, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს კიდევ უფრო მყარი გარანტიები ეკლესიის დაცვისთვის, ­პოზიტიური დისკუსია წარიმართა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

დეპუტატის თქმით,  წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა.

“ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა, შეტევა ეკლესიაზე, რომ არაფერი ვთქვათ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე. რასაკვირველია, ეს თავისთავად შემაშფოთებელია, მაგრამ ხელისუფლება როცა ხარ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეშფოთება არ არის ჩვენი მოვალეობა.

ამიტომ, ეკლესიასთან გულწრფელი შეთავაზება გვქონდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს დაცვის კიდევ უფრო მყარი გარანტიები, უფრო მაღალი სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. უკვე წინასწარი შეთანხმება შედგა. მოხარული ვართ, რომ პოზიტიური დისკუსია წარიმართა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში. სამომავლოდ, ეს იქნება ჩვენი ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია. იმედი გვაქვს, შეტევებს და თავდასხმებს ეს ჩანაწერი თავისთავად დააზღვევს“, – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები