“იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩვენ გვექნება უფრო შემჭიდროებული სესია, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, იმისთვის, რომ ყველა კოლეგას, ვინც ჩართულია საარჩევნო მარათონში, მიეცეს შესაძლებლობა მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ხვალ გავხსნით საშემოდგომო სესიას. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო პაუზის და შესვენების პერიოდია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არჩევნების წელი გვაქვს, ჩანდა, ყველა დაკავებული იყო, მათ შორის, ამ საკითხებით.
მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩვენ გვექნება უფრო შემჭიდროებული სესია, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, იმისთვის, რომ ყველა კოლეგას, ვინც ჩართულია საარჩევნო მარათონში, მიეცეს შესაძლებლობა მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის. ამიტომ, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება, რომელიც ამ საშემოდგომო სესიაში განვიხილავთ მიმდინარე კვირას და შემდეგ სასესიო კვირას, თუმცა, კიდევ ერთხელ, უფრო შემჭიდროებული სესია იქნება, ვიდრე ეს არის ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.