პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: პრემიერთან ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა იყო

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ის, რომ ეს დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის პრინციპზე,- ასე აფასებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პრემიერ-მინისტრთან და უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრას, სადაც საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის როლისა და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

 

“ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, რომ ამგვარი ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობას. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ის, რომ ეს დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის პრინციპზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის, ასევე ბატონი მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ერთადერთი მიზანი იყო ხელისუფლებას გაეწია მხარდაჭერა საქართველოს ეკლესიისადმი. ვფიქრობთ, რომ ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ზვიადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები