დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი

დღეს, 1-ელ სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დღისით უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსთვის ასეთია: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +32, +37°; მთაში ღამით +13,+18°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +9,+14°, დღისით +26, +31°.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი ასეთი იქნება: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +11, +16°,დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +7,+12°, დღისით +18, +23°, ზოგან +29°-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები