„ბრავო რექორდსი“ ირაკლი ჩარკვიანის CD ალბომზე მუშაობს

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წელს ქართველი მუსიკოსის, პოეტის და ყველა თაობის საყვარელი მომღერლის ირაკლი ჩარკვიანის CD ალბომი გამოვა. მომღერლის ალბომი ირაკლი ჩარკვიანის 12 საუკეთესო ჰიტს აერთიანებს და მასზეც კომპანია „ბრავო რექორდსი“ მუშაობს. პროექტის მიზანია, ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერები უმაღლესი ხარისხით ერთ ალბომში მოათავსოს. პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სტუდია „ბრავო რექორდსის“ მიერ. აქამდე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების კრებული ალბომის სახით არ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები