“გვაქვს გულწრფელი შეთავაზება ეკლესიის მიმართ, კონსტიტუციაში შევქმნათ უფრო მყარი გარანტიები, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს შეტევა ეკლესიაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
“აუცილებლად, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით. მთავარი არის ჩვენი ერთიანი პოზიცია – როგორც ხელისუფლების, ეკლესიის, საზოგადოების, რომ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია, რწმენა, ის რაც ფუნდამენტურია და აერთიანებს მთელ საზოგადოებას, უნდა იყოს დაცული და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ამის დანგრევა და ძირის გამოთხრა სცადოს”, – განმარტავს დეპუტატი.