მაჭარაშვილი – “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო  სარჩელზე: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი

“ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე საუბრისას აცხადებს.

“ზურაბიშვილის მთელი ეს ანტიქართული მოძრაობა, ვინც არიან იქ, თუ არ ვცდები მიემატნენ ბურჯანაძე, ბესელია, ენჯეო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ., იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს გამოაცალონ ის იარაღი, რომელსაც ჰქვია გამჭვირვალობა, რომლითაც ის ებრძვის უცხოურ ძალას, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.

ცნობილი სიტყვებია, ერეკლეს არ ჰყავს მეზარბაზნეები, როცა მოღალატემ აცნობა მტერს. აი ეს ხალხია, რომლებიც იბრძვიან, რომ ქვეყანაში არ იყოს გამჭვირვალობა. მაგრამ, პერსპექტივა რა თქმა უნდა ამას არ აქვს. დავინახეთ, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, არსებობს ერთი კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ზურაბიშვილის თამადობით, ა ბატონო იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი,” – აცხადებს  მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები