ლევან ზალკალიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს
,,ეს უდიდესი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს”,- ამის შესახებ იმერეთის ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრიორიტეტია ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.
„მთელი გუნდით წავალთ იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი – ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება. პრიორიტეტია ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. როგორც იცით ეკონომიკაში ზრდა გვაქვს, ეს მიმართულება გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს“, – აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.