“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დღეს თიანეთში ჩატარდება
დღეს, 29 აგვისტოს თიანეთში, ვაჟა – ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება.
მმართველი პარტიის ორგანიზებით, კონცერტები ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.
კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და უკვე არაერთ ქალაქში ჩატარდა.