“მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი, მაგრამ ბრიყვი არ ვარ, ყველაფერს ისე დავუჯერო, რასაც გვეუბნებიან” – მეუფე იაკობი

“მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი. მაგრამ ბრიყვი არ ვარ, რომ ყველაფერს ისე დავუჯერო, რომ თითქოს ყველაფერი ისეა, რასაც გვეუბნებიან”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„დასრულდება არჩევნები და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს საქართველოა და ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს. უცხოეთი შეეცადოს, რომ ნაკლებად ჩაერიოს არჩევნებში. იტყვიან არ ვერევითო, მაგრამ ვისაც არ ეზარება ყველას ქვეყანა ერევა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები