ბექა ლილუაშვილი: საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსია

“საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსია. ჩვენი დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, რა ანგარიშგება აქვს პარტია “საქართველოს”.

„სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვყავს ოლიგარქები, არ გვაფინანსებენ ოლიგარქები. ამის მიღმა სხვა პარტიების ფინანსებში არ შევალ, საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსი დგას. ჩვენსასაც კარგად ხედავენ. კარგად იცნობენ ჩვენი გუნდის წევრებს, თავმჯდომარიდან დაწყებული და თითოეული ჩვენგანით დამთავრებული, რა დაფინანსების წყაროები გვაქვს და ამის ანგარიშგებას ვახდენთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები