პრეზიდენტმა განკარგულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ” და “საქართველოს პარლამენტის დანიშვნის შესახებ” გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 აგვისტოს 2 განკარგულება გამოსცა: “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ” და “საქართველოს პარლამენტის დანიშვნის შესახებ”.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 26 ოქტომბერს”, – აღნიშნულია პირველ განკარგულებაში.

“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 108-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 26 ოქტომბერს”, – ნათქვამია მეორე განკარგულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები