“სფერო ჰოლდინგმა” გენო პეტრიაშვილს “მწვანე ჰორიზონტში”  საცხოვრებელი აპარტამენტი გადასცა

მულტიფუნქციური კორპორაციის –  “სფერო ჰოლდინგის” სათავო ოფისში კომპანიის გენერალური დირექტორისა და ოლიმპიური ჩემპიონის – გენო პეტრიაშვილის შეხვედრა შედგა.

კომპანიამ ოქროს მედალოსანს ღირსეული გამარჯვებისა და საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციისთვის სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტი გადასცა.

“საპატიო სტუმარს კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

შეგახსენებთ, კომპანიამ გრანდიოზული საჩუქარი, რომელიც საცხოვრებელ აპარტამენტებს გულისხმობს, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებში გიორგი მამარდაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს გადასცა.

“სფერო ჰოლდინგი, აფასებს ქართველი ხალხის ღვაწლსა და დამსახურებას”, – აღნიშნულია “სფერო ჰოლდინგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები