2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია
2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია.
ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდებია ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ ასევე იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.
აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)”, – წერია ინფორმაციაში.