გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს. პრეზიდენტმა მიწვევა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარისგან, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ყველა იმ მექანიზმზე, რა საშუალებითაც შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მისი რეგიონული შეხვედრების მნიშვნელობას.
ბატონმა შვაბმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნა, რომ იგი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარმოჩინდეს საქართველოს უპირატესობები და სიანვესტიციო შესაძლებლობები”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველი წლის დასაწყისში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები