ე.წ. კაბელების საქმეზე გრიფი “საიდუმლო” მოიხსნა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი “საიდუმლო” ნაწილობრივ მოეხსნა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც საგამოძებო უწყებაში განმარტეს, კონტრდაზვერვის დეპატრტამენტის დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროსა და კონტრდაზვერვის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შდეგად მოხდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული საიდუმლო და არასაიდუმლო მასალების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ყველა სახელმწიფო უწყებამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოხსნა მის მიერ დასაიდუმლოებულ დოკუმეტაციას საიდუმლო გრიფი.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის საქმეზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებს მოეხსნა გრიფი საიდუმლო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს და პროკურატურის მიმართვის შემდეგ, შეისწავლა ხსენებული საქმის მასალები და დასაშვებად მიიჩნია საქმის მასალებისთვის გრიფის მოხსნა, გარდა იმ ნაწილისა, რომლებიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მხოლოდ იმიტომ ქონდა მინიჭებული საიდუმლო გრიფი, რომ საქმე ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვას და შესაბამისად ყველა დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ შესყიდვასთან, თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდუმლო გრიფი. პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან საიდუმლო გრიფის მოხსნის საკითხის დაყენებისთანავე აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომა მიიღო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხსნოდა საიდუმლო გრიფი ხსენებულ საქმეში არსებულ თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს.
კონტრადზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს და კონტრდაზვერვის თანამშრომლების ერთობლვი მუშაობის შედეგად, მოხდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული საიდუმლო და არასაიდუმლო მასალების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ყველა სახელმწიფო უწყებამ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოხსნა მის მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას საიდუმლო გრიფი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არასაიდუმლო მასალას, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თავისმხრივ მოეხსნა გრიფი საიდუმლო და ეს მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა დაცვის მხარეს. საიდუმლოდ დარჩენილი სისხლის სამართლის საქმის მცირე ნაწილი კი დადგენილი წესით გაეცნობა მხარეებს სათანადო პროცედურების დაცვით.
ასევე შემდგომი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, რასაც ბოლო პერიოდში მრავლად ჰქონდა ადგილი და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მოეხსნა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მცირედ ნაწილს, რომელიც შეეხება საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროცენტებში რომ ვთქვათ საიდუმლო გრიფი არ მოეხსნა მთლიანი სისხლის სამართლის საქმის მხოლოდ 7 პროცენტს, რისი გაცნობის შესაძლებლობაც კანონის ფარგლებში ექნებათ დაცვის ხმარეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საზოგადოებას შევახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს ბრალად ედებათ, რომ მათ სს ,,სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარი”, -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NOZRmH_It9o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები