რუსეთს და დე ფაქტო აფხაზეთს შორის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას დღეს სოჭში ხელი მოეწერება. ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და იკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა მოაწერენ ხელს.
მანამდე დოკუმენტი ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნა. რუსეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უკვე დაამტკიცა დადგენილება -ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს. დადგენილებას ხელს მთავრობის მეთაური დიმიტრი მედვედევი აწერს. ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდების გახანგრძლივების შესაძლებლობით. „პროექტი საბაზისო დუკუმენტია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეტაპობრივად თანამშრომლობის დასამყარებლად სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ასევე, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შემართებით“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.