საზოგადოება “ქართული” ლადო ასათიანის სახელობის პრემიის მიღების მსურველთათვის პირობებს აქვეყნებს

საზოგადოება “ქართული” ლადო ასათიანის სახელობის პრემიის მიღების მსურველთათვის პირობებს აქვეყნებს.

როგორც საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრემია განკუთვნილია 32 წლამდელი ასაკის ახალგაზრდა პოეტების მიერ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსებისთვის.

“საზოგადოება „ქართულის“ მიერ შექმნილ ჟიურიში კანდიდატებს საქართველოს მწერალთა კავშირი 2024 წლის 15 სექტემბრამდე წარადგენს. ჟიური გამარჯვებულს პრემიას, რომელიც 3000 (სამი ათას) ლარს შეადგენს, 27 სექტემბერს მიაკუთვნებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 26 აგვისტოდან მიმართონ საქართველოს მწერალთა კავშირს დასახელებულ მისამართზე, ან ატვირთონ მის ელექტრონულ ფოსტაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 7 ლექსი.

საქართველოს მწერალთა კავშირის საკონტაქტო კოორდინატები მისამართი: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. #13 (გიგა ლორთქიფანიძის 4), საფოსტო ინდექსი 0105; 599 38 12 74;  writersunionofgeorgia@gmail.com”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები