საქსტატი: 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 3.1%-ით შემცირდა

2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 3.1%-ით შემცირდა და 13.7% შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა.

“სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით.

2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები