იოსებ ბაღათურია – 50 000-ლარიან პრემიაზე: მთავრობის ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას

მნიშვნელოვან მოტივაციას მისცემს ნიჭიერ სპორტსმენებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მათ კიდევ უფრო გააუმჯობესონ მიღწეული შედეგები, – ასე ეხმაურება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენისთვის 50 000-ლარიანი პრემიის გადაცემას ითვალისწინებს.

„საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას. მნიშვნელოვან მოტივაციას მისცემს ნიჭიერ სპორტსმენებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მათ კიდევ უფრო გააუმჯობესონ მიღწეული შედეგები, მოიპოვონ ბევრი მედლები და კიდევ ერთხელ ასახელონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები