კულტურის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს. 11:00 საათზე კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 11-18 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში იგეგმება.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე დაესწრებიან.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, 2014 წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად, თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები