საგანგებო შტაბის შემაჯამებელი თათბირი ღამის 4-ის ნახევარზე დასრულდა

დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას ელოდებიან. შავი ზღვისპირეთში ძლიერი შტორმია მოსალოდნელი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში რეგიონებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები თათბირს მართავდნენ.
საგანგებო შტაბის შემაჯამებელი თათბირი სუფსაში ღამის 4-ის ნახევარზე დასრულდა. თათბირს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები