თეა თუაშვილი: საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლის დროს გაეროს დარბაზი მუდამ ნახევრად ცარიელია

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტი თეა თუაშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას წლებია აშუქებს, ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. თეა თუაშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზი ცარიელი იყო, განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ დარბაზი ყოველთვის ნახევრად ცარიელია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით გამოდის.
თუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ გაეროში გამართულ ორმხრივი შეხვედრების სიმრავლეზე და ამ შეხვედრების კულუარულ დეტალებზეც წერს. ჟურნალისტი ხაზს უსვამს ფანჯიკიძისადმი მისი უცხოელი კოლეგების დადებით დამოკიდებულებას.
“გენერალურ ასამბლეას მგონი უკვე ათი წელია ვაშუქებ, რამდენიმე რაღაც:
1. დარბაზი ყოველთვის ნახევრად ცარიელია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით გამოდის.
2.გამოსვლის დრო ყოველთვის მერყეობს ნიუ იორკის დროით საღამოს 5-დან 7 საათამდე.
3. პირველი შემთხვევა იყო წელს როდესაც რამდენიმე ფორუმს, მათ შორის გუშინ გენ. ასამბლეის სხდომას უძღვებოდა საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, კახა იმნაძე. რაც მანამდე არასდროს არ მომხდარა, რაც ნამდვილად მიუთითებს იმაზე რომ მისიის სტაფი აქტიურად მუშაობს.
4. ცნობადობა არის და ინტერესი გაზრდილი ქვეყნის მიმართ ძალიან !. ვნახე ერიკ რუბინი რომელიც სუამის სხდომაზე 20 წუთით ადრე მოვიდა და ელოდებოდა როდის დასრულდებოდა სუამის შეხვედრა, რათა გაგრძლებულიყო სუამი-ამერიკის ფორმატში, რომელიც ოდნავ გვიან დაიწყო და გვიან დასრულდა. ვნახე იორდანიის საგარეო მინისტრი რომელიც მხოლოდ მისალემბის გამო ბუტში შეუვარდა მაია ფანჯიკიძეს რომელიც იმ დროს ავღ. საგარეო მინისტრს ხვდებოდა. სხვათაშორის ეს შეხვედრა ავღ, მხარემ მოითხოვად და დაემატა.
5. მე ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ორმხრივი შეხვედრების სიმრავლის გამო 1 წუთით დრო არ ჰქონდა საკუთარი თავისთვის, ამერიკის ხმის სატელევიზიო ინტერვიუს დაწყებამდე.
6. პირველი შემთხვევა იყო როდესაც საქართველო გაეროზე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ასევე პირველად გამოვიდა სხვადასხვა კონფერენციაზე გაეროს ეგიდით, რაც აქამდე არ მომხდარა. ჩვენი მხრიდან სახელ. მეთაურები ყოველთვის გამოდიოდნენ ერთხელ.
7. მე ვნახე ძალიან კარგი კომუნიკაცია საგარეო უწყების და სახ. მეთაურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურების მხრიდან.
8. არ მინდა დავივიწყო გაეროს სტაჟიორები, ვატო და ანა რომლებიც ძალიან კარგი ბავშვები არიან, მონდომებულები და მოტივირებულები. ანა რომელიც 2 დღის უჭმელი იყო ვინაიდან სხდომას ესწრებოდა, პირადად ვაიძულე რომ ცოტა შეესვენა და საკვები მიეღო.
9. ზოგადად გაეროს სამიტი არის ძალიან რთული თავისი სპეციფიკით, ორგანიზებულობის მხრივ. პროტოკოლის სამუშაო საპასუხსიმგებლო, მუდმივად შედის ცვლილებები პროგრამაში. ემატება, აკლდება შეხვედრები.
10. და ბოლოს მინდა ეს ჩემი პოსტი ნახონ ამერიკაში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა რომელთა უგვანო ვიდეო- შეძახილები გავრცელდა ინტერნეტით. სხვათაშორის, ეს ვიდეო ირ. ღარიბაშვილის გამოსვლამდე 1 საათით ადრე გავრცელდა და ჟურნალისტები მოსაცდელ დარბაზში ვიყავით, საიდანაც უკვე უნდა ავეყვანეთ ლოჟებში. ჩვენ ყველა შევშფოთდით იმით რაც ვნახეთ, ყველას ჰქონდა ადეკვატური უარყოფითი რეაქცია… და მინდა გითხრათ თქვენ ყველამ ჩვენგან დაიმსახურეთ ის შეფასება რასაც ჩხავიხართ იმ ვიდეოში პრემიერის მისამართით….
ასე იყო ადრეც, ასე გაფასებდით ადრეც როდესაც გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს სხვა ლიდერი წარმოადგენდა და კვერცხებს უშენდით!..”, – წერს თეა თუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები