ობამამ მსოფლიო საფრთხეებს შორის რუსეთი დაასახელა

  ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ მიმართვაში იმ საფრთხეებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ემუქრება, კვლავ რუსეთი დაასახელა. მისივე თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლას და ებოლის წინააღმდეგ კვლავ ეძებს საშუალებებს. ობამას თქმით, მან გაეროში მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
„ამერიკა სათავეში უდგას მსოფლიოს ტერორისტულ დაჯგუფებასთან, ისლამის სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ჩვენმა მამაცმა მებრძოლებმა დაიწყეს მათ პოზიციებზე ავიაიერიშის სირიაში მიტანა და ისინი არ არიან მარტო. მე ნათლად ავღნიშნე, რომ ამერიკა იმოქმედებდა როგორც დიდი კოალიციის ნაწილი და ამ ქმედებებში ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, მათ შორის არაბული ერები შემოგვიერთდნენ. შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს მცდელობას მთელი მსოფლიო გააერთიანოს უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში. მიმდინარე კვირის განმავლობაში მე მოვუწოდე სხვა ქვეყნებსაც შემოგვიერთდნენ და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები