გეოლოგიის დეპარტამენტში დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახური შეიქმნება

 საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული სტიქიური მოვლენების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახური შეიქმნება. სამსახური დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოემსახურება. ლაბორატორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, ქუთაისის გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურებისა და მონიტორინგის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა.
„ახალი დეპარტამენტი უფრო მობილურად და ეფექტურად იმუშაივებს“, – აღნიშნა კოპაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები