პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პარლამენტის სასახლეზე, შსს-ს ყველა შენობაზე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.