იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა – დაკარგულია 32 ადამიანი

  იაპონიაში ვულკან ონტაკეს გააქტიურების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.კრატერიდან ფერფლისა და ლავის ამოფრქვევის გამო, 12 მათგანს ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. 32 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული სამაშველო სამსახური. მაშველები, სამართალდამცველებთან ერთად, 150 ალპინისტს ეძებენ, რომლებიც ვულკანის ამოფრქვევისას მთაზე იმყოფებოდნენ.
ვულკანის გააქტიურების გამო, ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ, რეისების მარშრუტი შეეცვალათ. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რეისების გადადება აუცილებელი გახდება.
კრატერიდან 4 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას ქვეყნის პრემიერმა უკვე სთხოვა, დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები