დე ფაქტო აფხაზეთის “საგზაო პოლიციამ” მიკროავტობუსის მძღოლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციების შესახებ გააფრთხილა

ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო საგზაო ინსპექციის ხელმძღვანელობამ მიკროავტობუსების მძღოლებთან საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ განმარტებითი საუბარი გამართა, – ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შსს ავრცელებს.

„დღეს ჩვენს ტერიტორიაზე 190 მანქანაა გაჩერებული, მათი მძღოლები ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ“, – განაცხადა დამეი ავიძბამ.

მანვე აღნიშნა, რომ გასულ თვეში აფხაზეთის გზებზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

„სამამულო ომის დროს -1800 ადამიანი (ომის მონაწილეები) დაიღუპა. მათ იცოდნენ, რატომ კვდებოდნენ და ჩვენ რატომ ვკვდებით?!” – განაცხადა ავიძბამ.

ე.წ. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის თანამშრომლები ახსნა-განმარტებით საუბრებს რეგულარულად ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები