საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა
საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პოზიციას მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს საქართველო, რომელიც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობს ასამბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში. გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს პრეზიდუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე უძღვებოდა.