სიდნეიში აეროპორტის ტერმინალიდან რამდენიმე ასეული მგზავრის ევაკუაცია მოხდა

  პოლიციამ და უსაფროების სამსახურის თანამშრომლებმა სიდნეის აეროპორტის ტერმინალიდან რამდენიმე ასეული მგზავრის ევაკუაცია მოახდინეს. ტერმინალი ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანია „ქანთასის“ შიდა რეისებს ემსახურება, – წერს უცხოური პრესა.
ევაკუაცია ჩატარდა იმის გამო, რომ ვიდეოკამერებმა უცნობი ადამიანი დააფიქსირეს, რომელიც ტერმინალში შეაღწია არა გამშვები პუნქტის გავლით, არამედ გასასვლელიდან.
ევაკუაციის შემდეგ, მგზავრები კვლავ გაატარეს ტერმინალში და მათი ხელჩანთების დაგამოწმება დაიწყეს. ადამიანი, რომელიც ტერმინალში იყო შეღწეული, ამ დროისთვის ნაპოვნი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები