მოსკოვი სხვა სახელმწიფოებს ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მიუწოდებს

  მოსკოვში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ბირთვული ცდების ჩატარების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმების დამუშავების 20 წლის შემდეგ ამ რეჟიმის ამოქმედება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი კარპოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საერთაშორისო სამართლის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია, გაუვრცელებლობის და განიარაღების მექანიზმების ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია.
კარპოვის განცხადებით, 44 ქვეყნის სიიდან შეთანხმების შესრულებას 8 სახელმწიფო აბრკოლებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ სახელმწიფოებს მიუწოდებს, რომ ყველანაირი წინაპირობის გარეშე სასწრაფოდ შეუერთდნენ შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები