რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ 9 ნოემბერს ჩატარდება

  კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ არტურ მასმა ესპანური რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 9 ნოემბერს ჩატარების ბრძანებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება.
გამოკითხვის მონაწილეები 2 შეკითხვას უპასუხებენ: 1. გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს სახელმწიფო და დადებითი პასუხის შემთხვევაში: 2. გსურთ თუ არა, რომ ეს სახელმწიფო დამოუკიდებელი იყოს?
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 18 სექტემბერს, კატალონიის პარლამენტმა 9 ნოემბერს ესპანეთის ამ ავტონომიური ოლქის სუვერენიტეტის შესახებ მოსახლეობის გამოკითხვის მხარდასაჭერ რეზოლუციას დადებითი შეფასება მისცა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გამოკითხვა დემოკრატიული გარანტიების და კანონების შესრულებით უნდა ჩატარდეს.
ნაციონალისტური პარტიებიდან რეზოლუციას ხმა 86 დეპუტატმა მისცა. დოკუმენტის წინააღმდეგ 44 დეპუტატი გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები