ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.