ირაკლი ალასანია: ჩვენი შეიარაღებული ძალები გმირების მაგალითზე იზრდება

   სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას.
„საქართველოს გმირები გვაძლევენ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ სამშობლოს, როგორ იუნდა დავიცვათ ქვეყანა. მათი მაგალითით უნდა გაიზარდოს ყველა მოქალაქე, რომ ჩვენს ერში ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის ნება იყოს ძალიან მაღალი. ისეთი გამოწვევებით სავსე გარემოა ჩვენთან, რომ სწორედ ყველა ქართველი, ყველა მოქალაქე მზად უნდა იყოს, რომ თავისიქვეყანა ისე დაიცვას, როგორც ამ ბიჭებმა დაიცვეს. ამიტომ, დღეს პატივი მივაგეთ 27 სექტემბერს აფხაზეთში დაღუპულ ყველა გმირს და სწორედ ჩვენი ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები მათ მაგალითზე იზრდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ქვეყანას დაჭირდება, ზუსტად ასე დაუდგებიან გვერდში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები