ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა
ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მოსკოვში, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
„ორი ქვეყნის მეთაური ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების განვითარების აქტუალურ საკითხებს, სამოკავშირეო პროექტების ხელშეწყობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ“, – წერს სააგენტო.