ტრამპი: ისრაელში 99%-იანი მხარდაჭერა მაქვს, შემიძლია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რასაც ამერიკელი ლიდერი მოისურვებს. ამის შესახებ Clash Report-ი იუწყება.
„ნეთანიაჰუ ყველაფერს გააკეთებს, რასაც მოვისურვებ. (…) ამჟამად ისრაელში 99%-იანი მხარდაჭერა მაქვს. შემიძლია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო, ამიტომ შესაძლოა, ამის შემდეგ ისრაელში წავიდე და პრემიერ-მინისტრი გავხდე“, – თქვა ტრამპმა.